„ორ წელში ოჯახმა მამა-შვილი დაკარგა…” – ვინ არის გარდაცვლილ ახალგაზრდა და როგორ ემშვიდობებიან მას მეგობრები

0
468
30 Views

ახლახანს ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი ბექა მახარაძეა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ახალგაზრდა მამაკაცს მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

“მოფრინდნენ ეს საშინელი სიკვდილის ჩიტები. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ… რამდენი სიგიჟეები ჩაგვიდენია ერთად. ერთი სული მქონდა, ზაფხული როდის მოვიდოდა, შენ რომ ჩამოდიოდი, მიხაროდა. ერთ ეზოში გავიზარდეთ, არ მჯერა, ბექუ, ვერც ვერასდროს დავიჯერებ. ჩემს დაბადების დღეზე ხო შეგვპირდით ყველას, რომ მალე ჩამოხვიდოდი… პირობა აასრულე, ოღონდ ეგეთს არ გელოდებოდით, ბექუ. მჯერა, როდესმე ისევ შევხდებით იქ და ისევ იმ სიგიჟეებს გავაკეთბთ, რასაც მთელი ბავშობა ვაკეთებდით. ნეტავ დროის დაბრუნება შეიძლებოდეს… მთელი ბავშვობა ერთ წამში გამიქრა! მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ.”

“დედაა, რა დაუჯერებელია ეს სასწაული რა ხდება ქვეყანაზე, სად და რატო… ამდენი ახალგაზრდები და ბექუნა მართლა სულ ერთად თამაშობდით …~

მართლა, ერთად გაიზარდეთ, თუ იქეთ და, აქეთ, რაც კეთდებოდა ერთი ლუკმის განაწილება იყო… გული გაგვისკდა გუშინ… რა გავიგეთ შენზე… რა ბედნიერი ოჯახი, ორ წელში, მამა-შვილი რაფერ შეიცვალა წამში ცხოვრება, ღმერთო …

როგორ გულის გული დაწყვიტე, ბექუნა, ყველას შენ ნანუკა და ალიკას მესამე დედმამიშვილი იყავი.”

Cesko