როგორ ცხოვრობს 86 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური მოსკოვში, რომელსაც 78 წლის ასაკში შვილი შეეძინა

0
912
78 Views

86 წლის ას­ლან აბა­ში­ძე შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად – ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რძა­ლი, სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში გაქ­ცე­ვის შემ­დეგ ვრცელ­დე­ბა.

წლე­ბია, რაც აბა­ში­ძე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. სწო­რედ იქ შე­ე­ძი­ნა მე­სა­მე შვი­ლი ალექ­სან­დრე, რომ­ლის და­ბა­დე­ბი­სას აბა­ში­ძე 78 წლის გახ­ლდათ, ხოლო ბავ­შვის დედა – 45 წლის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ტი­კოს­მა ბავ­შვის დე­და­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი ქალი ანა­ი­და ოვა­კუ­მი­ა­ნია ჯერ კი­დევ ბა­თუმ­ში მათ ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და.

ას­ლან აბა­ში­ძეს გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს­თან – მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს­თან ორი შვი­ლი – დი­ა­ნა და გი­ორ­გი ჰყავს.

გი­ორ­გის მე­უღ­ლის სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ:

„ეს ყვე­ლას ბაბუ იყო. მთე­ლი ბავ­შვო­ბა გვი­ხა­რო­და ახა­ლი წლის მოს­ვლა ბაბუ ტკბი­ლე­ულს გვი­რი­გებ­და. დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე და ჯამ­რთე­ლო­ბა.“

„გვიყ­ვარს აჭარ­ლებს ჩვე­ნი ბაბუ“

„აუუუ, რა მა­გა­რია სალო ჩვე­ნი ას­ლან ბაბუ. გა­მახ­სენ­და ბავ­შვო­ბა და ის პე­რი­ო­დი. მე­ნატ­რე­ბა ის დრო. ჯამ­რთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე ას­ლან ბა­ბუს.

„მო­ნატ­რე­ბუ­ლი “ბაბუ”! ძა­ლი­ან კარ­გი სუ­რა­თე­ბია! იხა­რეთ! ბავ­შვო­ბა­ში დავ­ბრუნ­დი“.

ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟი გი­ორ­გი 27 წლის იყო რო­დე­საც 17 წლის ბა­თუ­მელ გო­გო­ნა­ზე სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ნე­ბა 2003 წელს შედ­გა, მაგ­რამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი­სა და ჯვრის­წე­რის გა­რე­შე. ოჯა­ხის შექ­მნი­დან ძა­ლი­ან მალე სა­ლო­მეს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, გი­ორ­გის დე­დას კი, მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისიც და­ი­ღუ­პა.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­­ნე­ბის გამო დაგ­რო­ვილ სტრესს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ვერ გა­უძ­ლეს და რვა თვე­ში და­შორ­დნენ. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ლო­მე დე­დამ­თი­ლის რჩე­უ­ლი იყო და მათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლის საფ­ლავ­ზე ქალი ხში­რად და­დი­ო­და. სა­ლო­მეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მა­მამ­თი­ლი და მი­სი­ვე თხოვ­ნით, ბა­ბუ­თი მი­მარ­თავ­და…

მომ­ხდა­რის შემ­დეგ წყვილს შე­რი­გე­ბა არ უც­დი­ათ, თუმ­ცა მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ას­ლან აბა­ში­ძემ ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და გი­ორ­გი აბა­ში­ძეც, რო­მელ­საც იქ ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

თერ­თმეტ­წ­ლი­ა­ნი და­შო­რე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე და გი­ორ­გი შე­რიგ­დნენ და ხელი 2015 წელს ბა­თუმ­ში მო­ა­წე­რეს. მალე წყვილს ტყუ­პი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, 2022 წელს კი ვაჟი.

Cesko