ხვალ ახალმთვარეობაა – ნახეთ, რჩევები, რა გავაკეთოთ და რისი გაკეთება არ შეიძლება

0
581
28 Views

ხვალ, 23 დე­კემ­ბერს, თხის რქის მე­ო­რე გრა­დუს­ში, 14:16-ზე ახალმთვა­რე­ო­ბაა,რომელიც “მზე­ბუ­დო­ბას”top ემ­თხვე­ვა.

ასტროლოგები გვირჩევენ, ეს დღე მშვიდად გავატაროთ და მომავლის მიზნები დავსახოთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ ახალმთავრეობისას: 

შეადგინეთ მომავლის გეგმები და კიდევ უკეთესი – ჩამოწერეთ ისინი;
განთავისუფლდით ნეგატივისგან, ძველი ნივთებისგან, გაასუფთავეთ სახლი;
გაუფრთხილდით ფიზიკურ ჯანმრთელობას – ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, დაისვენეთ;
შეეცადეთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან;
შეინარჩუნეთ შინაგანი ჰარმონია – გააკეთეთ მასაჟი, თბილი აბაზანა, მედიტაცია, ისაუბრეთ სასიამოვნო ადამიანებთან;

რა არ უნდა გააკეთოთ:

არ არის რეკომენდებული გრძელვადიანი პროექტების დაწყება;არ განახორციელოთ ნაღდი ოპერაციები და მსხვილი შესყიდვები, არ აიღოთ სესხი და არ გაასესხოთ;თუ შესაძლებელია, გადადეთ ქირურგიული ოპერაციების ჩატარება;უმჯობესია, უარი თქვან ძლიერ სასმელებზე, ცხიმოვან და უსარგებლო საკვებზე;არ არის რეკომენდებული კოსმეტოლოგთან ვიზიტი;ცუდი პერიოდია მაჭანკლობისა და ქორწინებისთვის.ახალი მთვარის დროს უმჯობესია, არ მიიღოთ საბედისწერო გადაწყვეტილებები – გადადოთ ისინი რამდენიმე დღით, ეს დაგეხმარებათ უფრო ფხიზელი თვალით შეხედოთ სიტუაციას.

Cesko