თეთრი სახლი პოლონეთში აფეთქებაზე: როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნა, ცხადია, რომ მხარე, რომელიც უმთავრესად პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზე, რუსეთია

0
289
19 Views

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას წინასწარ შეფასებას, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტის შედეგია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში ჩამოვარდა.

„როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნა, ცხადია, რომ მხარე, რომელიც უმთავრესად პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზე, რუსეთია, რომელმაც უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რომლის სამიზნეც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინას ჰქონდა და აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება“, – განაცხადეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტით იყო გამოწვეული.

„წინასწარი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ, რომელიც გაშვებული იყო უკრაინული ტერიტორიის რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაა უკრაინის ბრალი. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Cesko