ევროპის რეგიონში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებლები ბავშვებში ჯერ კიდევ მაღალია და 29%-ს შეადგენს, -ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვთა ჭარბი წონა და სიმსუქნე აზიანებს ჯანმრთელობას და მრავალი არაგადამდები დაავადების რისკ-ფაქტორია (მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აშ.)
„დღეს ევროპის რეგიონში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ეს მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში იზრდება. პრობლემის ეფექტურად გადასაწყვეტად საჭიროა ხარისხიანი მონაცემები. მონაცემები რეგიონის 33 ქვეყნიდან ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი აქვეყნებს ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის ინიციატივის (COSI) მე-5 რაუნდის ანგარიშს. დასკვნები ეფუძნება უახლეს მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა 2018-2020 წლებში ჯანმოს ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში. საერთო ჯამში, 6-9 წლის ასაკის თითქმის 411 000 ბავშვმა მიიღო კვლევაში მონაწილეობა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა (სიმსუქნის ჩათვლით), რაც ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია, თუმცა ამ სფეროში ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ამ მაჩვენებელმა იოლად შეიძლება მიიღოს მზარდი ხასიათი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. საერთო ჯამში, მონაწილე ქვეყნებში 7-9 წლის ბავშვების 29%-ს აწუხებს ჭარბი წონა (მათ შორის სიმსუქნე). ჭარბი წონის გავრცელება უფრო მაღალია ბიჭებში (31%), ვიდრე გოგონებში (28%). „ანგარიში აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად – ამბობს დოქტორი კრემლინ ვიკრამასინგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ოფისის ხელმძღვანელი, რომელმაც მოამზადა ანგარიში.
„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება უკეთესი პოლიტიკა, რომელიც დაგვეხმარება შეცვალოს ბავშვთა სიმსუქნის მიმდინარე ტენდენციები – განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე, რომელიც, თავის მხრივ, ჭარბი წონისა და სიმსუქნის სახიფათო რისკ-ფაქტორია”. ასევე, მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს ქვეყნებს შორის, ჭარბი წონის (მათ შორის სიმსუქნის) პრევალენტობის კუთხით 7-9 წლის ბავშვებში: ტაჯიკეთში ეს მაჩვენებელი 6%-ია, ხოლო კვიპროსში იგი 43%-ს აღწევს. კვებითი ჩვევები და ფიზიკური აქტივობა ჯანმოს ევროპის რეგიონში ბავშვთა (87%) თამაშობს სუფთა ჰაერზე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. მათი 43% ყოველდღიურად მიირთმევს ხილს, ხოლო 34% – ბოსტნეულს“, – აღნიშნულია გავცრელებულ ინფორმაციაში.