ჯგუფ Nazareth-ის ვოკალისტი, დენ მაკაფერტი გარდაიცვალა

November 9, 11:37
0
417

შოტლანდიური როკ-ჯგუფის, Nazareth-ის ვოკალისტი და ერთ-ერთი დამაარსებელი, დენ მაკაფერტი გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი არ ვრცელდება, თუმცა 2013 წელს მაკაფერტიმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რეგულარულ გამოსვლებს წყვეტს. როგორც მუსიკოსმა მაშინ განაცხადა, მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კუჭის წყლული ჰქონდა.

Cesko