“ბევრი მინახავს ბოსლიდან “პარიჟში” წასული, პარიზიდან ბოსელში დაბრუნებულისა რა მოგახსენოთ…” – მაია დვალიძე

0
712
27 Views

საუბარმა მოიტანა და..
ხალხს ძალიან მარტივად წარმოუდგენია სოფლის აღორძინება…
ახალგაზრდებისგან დაცლილ სოფლებში იმხელა წყვეტაა სოფლის ცოდნის და კულტურის, რომ 10-20 წელიწადში უბრალო საზაფხულო დაბებად იქნება წარმოდგენილი ეს ჩვენი, ერთ დროს სახელმწიფოს ხერხემალი, რადგან სოფელზე დღს და გუშინ კი არა, გუშინწინ არ ვიზრუნეთ..
შემეკამათნენ, ბევრი ბრუნდებაო…
საკითხავია, რას ეძახიან მაგ “დაბრუნებას”, რას გააკეთებენ, ადგილობრივისას რას ააღორძინებენ..
მაპატიეთ უტრირებისთვის, მაგრამ ბევრი მინახავს ბოსლიდან “პარიჟში” წასული, პარიზიდან ბოსელში დაბრუნებულისა რა მოგახსენოთ…
ემიგრანტებმა, ძირითადად, თბილისში იყიდეს 2-2 ბინა, მანქანა, აიფონები, შმოტკები, აბა, დაბადების დღეებიო, აბა ქორწილებიო, აბა შვილიშვილებიო, აბა კერძო სკოლა-ბაღებიო… და სადღაა სოფლის კერა?!
ვინც სოფლადაა, არ იცვლის ფეხს და არემარეს ამაგრებს, უწყვეტ ციკლში ზის, შრომობს თავდაუზოგავად, იმას კი სახელმწიფო არ აფასებს!
არ უწყობს ხელს არანაირად!!!
არ გვინდა ეს “აწარმოე საქართველოში” მაგალითად მოყვანა, რომლის დაფინანსებითაც სასტუმროები უფრო იხსნება, ვიდრე რაიმე ღირებული კეთდება!
ვზივარ ჩემთვის “ქალაქში” და ვფიქრობ, ვინაა დამნაშავე ამ ყველაფერში, გლეხი, რომელიც ნესვს იხვეწება, წაიღეთ 10 თეთრად მაინცო,
ვაშლს იხვეწება, 40 თეთრად წაიღეთო,
ქლიავს ვერ ჰყიდის, ნატურალური ვერ გამოიყურება თურმე მთლად ესთეტიურად, თუ
თხილის პატრონი გაორმაგებული სასუქის ფასით მოყვანილი თხილის საფასური რომ გაუნახევრდა, რადგან მეტს არ უქდიან ქორ-ვაჭრები!!!
ყურძნის სუბსიდირება 90 თეთრადო და ვინც საკუთარი დათვალა, რა დაუჯდა წელს ყურძნის მოყვანა, გადავყარო ჯობიაო!!!
ამ შემთხვევაში ორივე ერთნაირადაა დამნაშავე, ხალხიც და ხელისუფლებაც!!!
ხალხი იმიტომ, რომ ან მიატოვა სოფელი, ან კიდე, არაა ხისტი მის მიერ დაქირავებულ ხელისუფალთან!!!
ხელისუფლება იმიტომ, რომ კლანური ბიზნესების ინტერესებს შესწირეს ერის კეთილდღეობა, იმპორტი აწყობთ, ყოველწამიერად მდიდრდებიან ღორები!!!
ამიტომაც არ აწყობთ რუსული ბაზრის გახსნა, მერე მოუწევთ შემოსავლის გაყოფა გლეხთან!
სუბსიდირებული არ ჯობია?რა კარგად ჟღერს თან, სულაც არ ჩანს ჩემი და თქვენი ფულით რომ ხდება ეგ სუბსიდირება.

Cesko