რამდენ საათს ისწავლიან მოსწავლეები? – ცვლილებები სკოლაში

0
851
25 Views

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საათობრივი ბადეები დაამტკიცა როგორც ქართულენოვანი საჯარო სკოლების, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის.

საათობრივი ბადეები დამტკიცდა დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურისთვის. ბრძანებაში ნათქვამია, რომ საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე X კლასისთვის ამოქმედდება 2022-2023 სასწავლო წლიდან, XI კლასისთვის – 2023-2024 სასწავლო წლიდან, XII კლასისთვის კი – 2024-2025 სასწავლო წლიდან.

დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, კლასების მიხედვით, რომელ საგანს რამდენი საათი დაეთმობა და რამდენი იქნება შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.

განათლების მინისტრმა ასევე დაამტკიცა საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული სავალდებულო საგნების შეცვლილი ჩამონათვალი და კლასების დაყოფის კრიტერიუმები.

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5548173?fbclid=IwAR3ilt8kycdqL8EQu-gslvJHytpzbtYELkZVPPAfxf6AL_WBC2soznHv-hI&publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5548127?publication=0&fbclid=IwAR1kEdRuhDuI7kkGDKpoHtWUhlzGvYSpDWOCSCeUKJ0czuzb_ZowUOyy6KE

წყარო: edu.aris.ge

Cesko