“მეტროდან ამოვდიოდი და უცნობმა ბიჭმა გამაჩერა, მგონი, რაღაც ამოგაცალესო…”- რა მოხდა თბილისის მეტროში?

December 2, 11:44
0
4931

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში თბილისის მეტროში მომხდარ ინციდენტზე წერს, რა დროსაც მას ჯიბის ქურდმა ტელეფონი მოპარა, თუმცა უცნობმა ბიჭმა მას ნივთი დაუბრუნა.

“დაახლოებით 1 საათის წინ, ვარკეთილის მეტროდან ამოვდიოდი და უცნობმა ბიჭმა გამაჩერა, ჯიბეები შეიმოწმე მგონი რაღაც ამოგაცალესო. მეც შევიმოწმე და ტელეფონი არ მედო. ისე ავნერვიულდი ვერ აღვწერ. შემდეგ მიმანიშნა იმ კაცზე, ვინც ამომაცალა და ორივე გავიქეცით, დავეწიეთ და ამ კეთილმა ბიჭმა დააბრუნებინა ტელეფონი. იმდენად დაბნეული და აღელვებული ვიყავი, მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად წამოვედი იქიდან. თუ ამას კითხულობ, იცოდე, რომ მადლიერი ვარ. ძალიან კეთილი ადამიანი ხარ ასე რომ დამიდექი გვერდით. ამას არასდროს დაგივიწყებ!”, – წერს მოქალაქე.

"მეტროდან ამოვდიოდი და უცნობმა ბიჭმა გამაჩერა, მგონი, რაღაც ამოგაცალესო... შემდეგ მიმანიშნა იმ კაცზე, ვინც ტელეფონი ამომაცალა და ორივე გავიქეცით... ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებ!" - რა მოხდა თბილისის მეტროში?

წყარო: tia.ge

Cesko