ქართველი „კანონიერი ქურდები“ ერთმანეთს დაერივნენ

0
1259
30 Views

35 ქართველი „კანონიერი ქურდი“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქმის გასარჩევად ვარშავაში ჩაფრინდა, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტების, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის და ავთანდილ ტუღუშის, იგივე ავთო სამტრედსკის ე.წ სხადნიაკი, სისხლიანი გარჩევისა და პოლიციის მობილიზაციის გამო ჩაიშალა.

პოლონეთის დედაქალაქში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქურდული გარჩევა რამდენიმე დღეა იგეგმება და მასში თითქმის ყველა ქართველი კანონიერი ქურდი მონაწილეობს, ჩაშლილი ქურდული გარჩევის შემდეგ პოლიციამ 4 ქართველი კანონიერი ქურდი დააკავა, აქედან ორზე ქართულ მხარეს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. შეკრების მიზეზი წლობით არსებული კონფლიქტია, რომელმაც ქურდული სამყარო ორად გაყო.

Cesko