გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე შვილისადმი მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. როგორც კბილაშვილის დედა წერს, მომღერლის ოცნება იყო სახელი და სიმღერები დაეტოვებინა მსმენელის მეხსიერებაში.
“ჩემო ლევანო, ჩემო ბიჭო, ჩემო განსაკუთრებულო შვილო, ყოველდღე მიგზავნიან შენს ფოტოებს და ვიდეოებს დე, რა გავაკეთო, არ მინდა ვნახო, მაგრამ გული არ მითმენს, ასეთი სიყვარული და პატივისცემა რა დაიმსახურე შვილო რომ მთელი ქვეყანა და არა მარტო… შენზე ლაპარაკობს, ვერაფრით ვერ მოგიხსენიებ წარსულში,შენ აქ ხარ, ჩვენთან და ასე იქნება მუდამ, მაგრამ მე არ მაქვს უფლება უდიდესი მადლობა არ გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისი გულწრფელი სიყვარულიც დაიმსახურე. გული გტკიოდა ბევრ რამეზე მაგრამ იცოდე დედი, რომ შენ ამ მდგომარეობაში იმდენი შეძელი, ის სურვილი, რაც გქონდა “ ჩემი სახელი და სიმღერები მინდა დარჩესო”…კი არ დარჩა…. თითქმის ყველა ოჯახში ისმის და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება დე, მშვიდად იძინე შვილო.
P.S კიდევ ერთხელ მადლობას მოგიხდით ჩემი ლევანიკოს გულშემატკივრებო”, – წერს კბილაშვილის დედა.