მამამ წლინახევრის ბავშვი სახლიდან წაიყვანა და უკვალოდ გაქრა. ყველაფერს ფარდა მხოლოდ 20 წლის შემდეგ აეხადა

0
733
25 Views

ქვემოთ მოცმეულ ფოტოზე ხედავთ კალიფორნიელ მარია მანსიას, რომელიც მთელი ძალით ეხვევა თავის ვაჟ სტივს. ქალი ცრემლებს ძლივს იკავებს, რაც ბუნებრივია: ბოლოს, მან ვაჟი მაშინ ნახა, როცა სტივი 1.5 წლის იყო.

1995 წელს, ვალენტინი, სტივის ბიოლგოიური მამა, მარიას ცხოვრებიდან გაქრა და თან ვაჟიც წაიყვანა. ოცი წლის განმავლობაში, დედა შეუჩერებლად ეძებდა თავის პირველ შვილს. ადამიანები თანაუგრძნობდნენ დედას, თუმცა ამბობდნენ: “დიდი ალბათობით, ბავშვს უკვე ვეღარ ვიპოვით.”

თუმცა, მანსია არ დანებებულა, საქმეში პოლიცია ჩართო და წლების განმავლობაში ელოდებოდა სტივის შესახებ უმცირეს სიახლეს მაინც.

ყველაფერი 1995 წელს დაიწყო. მარიასა და ვალენტინს, მის ქმარს, ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. მუდმივი კამათისგან დაღლილმა ქმარმა რადიკალურ ზომებს მიმართა. სამსახურიდან დაბრუნებულ მარიას ცარიელი ბინა დახვდა.

ვალენტინი გაიქცა და თან 18 თვის ვაჟი, მისი დოკუმენტები და ფოტოებიც კი გაიყოლა. ერთადერთი ფოტო, რომელიც ქალს დარჩა ვაჟისგან, ეს შავ-თეთრი სურათია, რომელიც მან დიდი ხნით ადრე გაუგზავნა თავის დეიდას.

მრავალი წლის მანძილზე, მარიასთვის ეს იყო ერთადერთი სახსოვარი შვილისგან. სწორედ ამ ფოტოთი წავიდა პოლიციაში. იგი დაუღალავად ეძებდა ვალენტინის კვალს იმის გასაგებად, თუ სად წაიყვანა სტივი. თვითონ ფოტო კი დედას არასდროს მოუშორებია გვერდიდან.

მხოლოდ ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველები საბოლოოდ გავიდნენ მარიას ვაჟის კვალზე. 22 წლის სტივი მექსიკაში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და თავს ობლად მიიჩნევდა. მისი მამა, ვალენტინი, მოპოვებული ცნობების მიხედვით, დაიღუპა ან უკვალოდ დაიკარგა. პოლიციის მიერ ჩატარებულმა დნმ-ანალიზმა დაადგინა, რომ ბიჭი ნამდვილად მარიას დაკარგული ვაჟია.

წარმოიდგინეთ, როგორი გაკვირვებითა და აღფრთოვანებით შეხვდა ბიჭი იმ ამბავს, რომ მას დედა და ნახევარძმები ჰყავს! როცა მარიამ ემოციები ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო, შვილმა ნაზად მოწმინდა ცრემლები დედის თვალებს.

რთულია იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობდა მარია, როცა თავის შვილს 21 წლის შემდეგ ისევ ჩაეხუტა. მისთვის და სტივისთვის, ყოველ შემთხვევაში, ეს ისტორია დასრულდა. ხოლო პოლიცია დღემდე იკვლევს ვალენტინის მეორედ გაუჩინარების გარემოებებს. თუ გაირკვა, რომ იგი ცოცხალია, მამაკაცს დამსახურებული სასჯელი ელის!

Cesko