კოვიდინფიცირებული ნანუკა ჟორჟოლიანი ვირუსმა პანიკაში ჩააგდო?! – “ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს…”

0
611
27 Views

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მა ეთერ­ში აღარ გა­სუ­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჟურ­ნა­ლისტს კო­ვი­დი ჰქონ­და, თა­ნაც არც თუ მარ­ტი­ვად. ჟურ­ნა­ლისტს “პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო“ კლი­ნი­კა­ში მო­უ­წია და­წო­ლა, რად­გან რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­წყე­ბო­და…

“ივ­ნი­სის ბო­ლოს კო­ვი­დი შემ­ხვდა, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს ვირუ­სით შევ­ხვდი. მინ­და გი­თხრათ, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლად და აგ­რე­სი­უ­ლად და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. თით­ქოს ყვე­ლა მო­დუნ­და და მეც შე­მეძ­ლო და ჩემი თა­ვის­თვის მი­მე­ცა უფ­ლე­ბა, პირ­ბა­დის გა­რე­შე მევ­ლო. ეს მა­ინც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, რად­გან ძი­რი­თა­დად პირ­ბა­დით დავ­დი­ო­დი.

თა­ვის ტკი­ვი­ლით და­მე­წყო, შემ­დეგ 39 მომ­ცა სი­ცხე. ლე­ვან რა­ტი­ანს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, არ მინ­დო­და, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი დამ­წყე­ბო­და, მე ცოტა სხვა ში­შე­ბი მაქვს. პირ­ველ დღეს გა­დას­ხმე­ბი გა­მი­კე­თა და მე­ო­რე დღეს უკეთ ვი­ყა­ვი. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დავ­რჩი და მა­ინც ვერ ავ­ცდი. პირ­ბა­დით სი­ა­რულს გირ­ჩევთ ყვე­ლას.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ნუ­კას ფონდს, ვერ გპა­სუ­ხობთ მე­ი­ლებ­ზე და შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე, ამის გამო ბო­დიშს გიხ­დით. ის ადა­მი­ა­ნი ვინც ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და, უხელ­ფა­სო­ბის გამო, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და და სექ­ტემ­ბრამ­დე ვერ ვა­ხერ­ხებთ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის წა­კი­თხვას. სექ­ტემ­ბრი­დან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბით და­გიბ­რუნ­დე­ბით…” – გა­ნა­ცახ­და მან “ფე­ის­ბუ­ქის” პირ­და­პი­რი ეთე­რით.

Cesko