ნანუკა ჟორჟოლიანის სეზონის ბოლო გადაცემა ეთერში აღარ გასულა. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტს კოვიდი ჰქონდა, თანაც არც თუ მარტივად. ჟურნალისტს “პირველ საუნივერსიტეტო“ კლინიკაში მოუწია დაწოლა, რადგან როგორც თავად ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები დაწყებოდა…
“ივნისის ბოლოს კოვიდი შემხვდა, საკუთარ დაბადების დღეს ვირუსით შევხვდი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულად და აგრესიულად დაიწყო ყველაფერი. თითქოს ყველა მოდუნდა და მეც შემეძლო და ჩემი თავისთვის მიმეცა უფლება, პირბადის გარეშე მევლო. ეს მაინც იშვიათად ხდებოდა, რადგან ძირითადად პირბადით დავდიოდი.
თავის ტკივილით დამეწყო, შემდეგ 39 მომცა სიცხე. ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს. პირველ დღეს გადასხმები გამიკეთა და მეორე დღეს უკეთ ვიყავი. ამდენი წლის განმავლობაში გადავრჩი და მაინც ვერ ავცდი. პირბადით სიარულს გირჩევთ ყველას.
რაც შეეხება ნანუკას ფონდს, ვერ გპასუხობთ მეილებზე და შეტყობინებებზე, ამის გამო ბოდიშს გიხდით. ის ადამიანი ვინც ფონდის ხელმძღვანელი იყო და ამ მიმართულებით მუშაობდა, უხელფასობის გამო, სამსახურიდან წავიდა და სექტემბრამდე ვერ ვახერხებთ შეტყობინებების წაკითხვას. სექტემბრიდან საინტერესო სიახლეებით დაგიბრუნდებით…” – განაცახდა მან “ფეისბუქის” პირდაპირი ეთერით.