,,პოლიციელმა 10 წლის ბავშვი მიანარცხა ჯიხურს… გამეტებით ურტყამდა, აგინებდა” – თინა ახალაია

0
544
35 Views

თინა ახალაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, გასულ ზაფხულს პოლიციელმა ბავშვი როგორ მიანარცხა ჯიხურს.

,,ამ ზაფხულს ვაგზლის მოედანზე, მეტროს წინ 40-50 წლის კაცი გამეტებით ურტყამდა 10 წლის ბავშვს, თან აგინებდა, შენი მათხოვარი ისე და ესეო. ხალხი კიოდა, ზოგი აშველებდა, ზოგი გაჩერებას სთხოვდა, ზოგი გარბოდა, ზოგი გამორბოდა.

მერე, უცებ მეტროში რომ პოლიციელები დგანან, მაგათ სთხოვეს დახმარება. გამოვიდა ეს დაცვა-პილიციელი კაცი. იმის მაგივრად, ვინც სცემდა, იმისთვის რამე ეთქვა, ბავშვს მოჰკიდა ქეჩოში ხელი და მიანარცხა, მართლა მიანარცხა იქვე რაღაც ჯიხურს. თან ხმამაღლა უყვიროდა, რას ეჩხირები, კაცო, თვალში, ერთხელ ხომ გითხრეს, ათჯერ რატომ ამეორებინებო. 10 წლის ბავშვი სცემეს, პოლიციელმაც! იმ საშინელი ვიდეოს შემდეგ ვწერ ამას, რაც დღეს ვნახე, იმიტომ,  რომ კიდევ ერთხელ მერევა გული ბევრ რამეზე”, – წერს თინა ახალაია.

Cesko