რუსეთმა Google-ის რუსული ოფისის საბანკო ანგარიში დააყადაღა

0
580
31 Views

რუსეთის ხელისუფლებამ Google-ის რუსული ოფისის საბანკო ანგარიში დააყადაღა, რამაც შეუძლებელი გახდა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის რუსეთში ფუნქციონირება. ინფორმაციას დასავლური მედია Google-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

Google-ის რუსულმა შვილობილმა კომპანიამ განაცხადა, რომ ის გაკოტრების შესახებ განაცხადს წარადგენს.

მედიის ცნობით, ოფიციალური მოსკოვი „Google“-ზე რამდენიმე თვეა, რაც ზეწოლას ახდენს, რადგან ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონოდ მიჩნეული კონტენტი საკუთარ პლატფორმაზე არ წაშალა და აგრეთვე, YouTube-ზე ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებას წვდომა შეუზღუდა.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ Google Russia-ს საბანკო ანგარიშის დაყადაღებამ გაუსაძლისი გახადა ჩვენი რუსეთის ოფისის ფუნქციონირება, მათ შორის რუსეთში მყოფი თანამშრომლების დასაქმება და მათთვის ანაზღაურების გადახდა, მომწოდებლებისა და მოვაჭრეებისთვის თანხების გადახდა და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულება.“- განაცხადა Google-ის პრესსპიკერმა

Cesko