“ეს სამხედროების გადასაწყვეტია” – რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

May 18, 20:24
0
488

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო მას “სიურპრიზს” ჰპირდება. ამ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება РИА НОВОСТИ ავრცელებს.

“ეს იქნება სიურპრიზი. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფაქტორების მთელი სპექტრის გათვალისწინებით და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანება ნატოში. გადაწყვეტილება ყოველივე ამის საფუძველზე იქნება მიღებული, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამხედროების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

Cesko