ახლა უბრალოდ საღად აწონეთ, – რა ხდება და რა არის მოსალოდნელი!.. – დემურ გიორხელიძე

0
814
29 Views

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

მოდით უბრალოდ და მარტივად ვიფიქროთ!
(1) რატომ არ წყვეტს რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდებას?!
დავუშვათ, რაღაც წლების შემდეგ, ევროპა რაღაცას მოახერხებს, – არადა, ვერაფერს მოახერხებს:
კატარი ბლოკირებულია, ნიგერია ბლოკირებულია,
არაბული ორი ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელი ქვეყანა პოლიტიკურ ვექტორს იცვლის (იხ. დღევანდელი შემი შენიშვნა)!
პრაქტიკულად ევროპის ეკონომიკა მომენტალურად კოლაფსში აღმოცნდება და მისი აღდგენა პირვანდელი სახით თუ მოხდა, კოლოსალური დანახარჯები იქნება გასაღები!
რატომ?! ?
ფული შემოაკლდება და რუსეთის ეკონომიკა ჩამოიქცევა?!
ამის მორწმუნემ ისიც კი არ იცის, რუსეთის მშპ-ში რამდენია ბუნებრივი არისა და ნავთობის წილი!
არ იცის და არც უნდა იცოდეს, რადგან იდეოლოგიით გამოთაყვანება კლავს ცოდნას!
ე.ი. ევროპა რუსოფობიის უმაღლეს საფეხურზეა, უკრაინას უგზავნის იარაღას და რუსები თავს იკლავენ, არიქა, ევროპას არაფერი გაუჭირდეს, ეკონომიკა არ ჩამოეშალოსო, ხომ?!
ეს ერთი!
(2) რუსოფობიის სიგიჟემდე მისული პოლონეთი, რომელსაც “გადაუკეტეს” ბუნებრივი აირი (ჰა,ჰა,ჰა!),
რევერსით გერმანიიდან გადიდებული მოცულობით იღებს აირს და… გერმანიას კი რუსები აწვდიან! ?
ეს მეორე!
(3) შავმიწა ნიადაგი ოდესმე გინახავთ?!
უკრაინა – უიშვიათესი რესურსის მატარებელია ამ მხრივ:
ხერსონის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქები – საოცარი შავმიწანიადაგიანია! ეს ყველაფერი რაზე იმუსავებს მალე?! ე,ი, თუ რუსეთის ახლანდელ რესურსებს ეს სავმიწა ნიადაგები მიემატა, მაშინ წელს რეკორდული მოსავლის მქონე რუსეთი (130 მლნ ტონა მარცვლეული, აქედან 87 მლნ ტონა ხორბალ;ი), რომელიც შეუფერხებლად აწვდის აზიასა და აფრიკას ამ სასიცოცხლო პროდუქტს, –
წარმოდგენა გაქვთ რა პოტენციალის მატარებელი იქნება?
და ეს თუ მოხდა, რა დამატებითი სტრატეგიული სასიცოცხლო იარაღი იქნება რუსების ხელში, გიფიქრიათ?!
ეს მესამე.
(4) ვინც ხარკოვი და დნეპროპეტროვსკი იცის, მისი უდიდესი პოტენციალით, მეცნიერებითა და საინჟინრო კადრებით, და ა.შ. – ეს პოტენციალი რას ნიშავს იცით (განსაკუთრებით დნეპროპეტროვსკის) – ტიტანზე სრული კონტროლი, მის გარეშე კი საავიაციო მრეწველობა მსოფლიოში უდიდესი დარტყმის ქვეშ იქნება! დანარჩენი ტავად იფიქრეთ!
ეს მეოთხე!
(5) შავი ზღვის აკვატორიის სრულად გაკონტროლება თუ მოხდება, – ეს რას ნიშნავს, შეგიძლიათ იფიქროთ?
ეს მეხუთე!
ახლა უბრალოდ საღად აწონეთ, – რა ხდება და რა არის მოსალოდნელი!.. სხვა დანარჩენი – ვიღაცის “ლენდ-ლიზი”, ფული და ტექნიკა, რომელთა ნახევარი უკვე ორთქლდა “ლევად”, ხოლო ლენდლიზისთვის გამოყოფილი 40 მლრდ აშშ დოლარიდან 20 მლრდ აშშ-ს სამრეწველო ობიექტებში განტავსდება, – მიღებული ტექნიკის სალმაო ნაწილი ან ააფეთქეს ანდა “ტრაფეის” სახით აიღეს რუსებმა…
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის, რაც ხდება?!
ომი – ეს სუპერ-ბიზნესია ვიღცეებისთვის, ერთმანეთის ხელ;ის გადაგრეხვა, იდეოლოგიით გამოთაყვანებულებისთვის კი – სასაკლაო!
ესეც მეექვსე!
იფიქრეთ საღად და პირდაპირ!

Cesko