ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილზე: ვიდრე ევროპელ პენსიონერებს მიადგებოდა, იქამდე ქართული ჯარი გაძარცვა, დაანგრია ოჯახები, შეიწირა არაერთი სიცოცხლე და ქართულ საზოგადოებას ასე გააცნო თავი

0
250
25 Views

კეზერაშვილზე საუბარი უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვიდრე ის ევროპელ პენსიონერებს მიადგებოდა იქამდე მან ქართული ჯარი გაძარცვა, გაძარცვა ქართველი ბიზნესმენები, დაანგრია ოჯახები, შეიწირა არაერთი სიცოცხლე და ამით გააცნო ქართულ საზოგადოებას თავი, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

„ასე დააგროვა მან ქონებაც და ასე შეიცვალა მისი დეკლარაციაც, როდესაც 2006 წელს მის დეკლარაციაში 4 ათას ლარიანი დანაზოგი ეწერა და 2014 წელს სასამართლოსთვის წარდგენილ დეკლარაციაში მილიარდიანი აქტივები იყო.

კეზერაშვილზე, ახლა, ქართული საზოგადოებისთვის ახალი არაფერი თქმულა. ჩვენ კითხვები გვაქვს და საინტერესოა, ამაზე რა აზრის არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ერთხმად აძლევდნენ და მხარს უჭერდნენ რეზოლუციას, რომელშიც კეზერაშვილი უმანკო მედიამფლობელად იყო მოხსენიებული. საინტერესოა, თუ მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო და საერთოდ არ ადარდებდათ ყველა ზემოდ ჩამოთვლილი კეზერაშვილის დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რას ეუბნებიან ახლა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, პენსიონერებს“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

Cesko