მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა, დაშავებულია 672 ადამიანი (ფოტო-ვიდეო+18)

0
509
17 Views

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 672 ადამიანი, მათგან 205-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერ შეუძლებელია. ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.

სტიქია გვიან ღამით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

განახლება:

მაროკოში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1037-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ფოტოები:

Землетрясение в Марокко
Землетрясение в Марокко
Землетрясение в Марокко
Землетрясение в Марокко
Землетрясение в Марокко
.
Землетрясение в Марокко
Землетрясение в Марокко
Землетрясение в Марокко

სხვა ახალი ამბები:

https://ntv.com.ge/?p=4416
https://ntv.com.ge/?p=4433
https://ntv.com.ge/?p=4512
https://ntv.com.ge/?p=4481
https://ntv.com.ge/?p=4440
Cesko