გამარჯვების დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე სხვა ცნობად სახეებთან ერთად სოსო პავლიაშვილი და გრეგორი ლეპსი იმღერებენ

0
408
31 Views

2022 წლის 4 მა­ისს კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პატ­რი­ო­ტუ­ლი აქ­ცი­ის გალა კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­ცერ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა – “გმად­ლობთ ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, შთა­მო­მავ­ლე­ბო!..”.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 2015 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა და დი­დგამარჯვების დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე სხვა ცნობად სახეებთან ერთად სოსო პავლიაშვილი და გრეგორი ლეპსი იმღერებენ სამამულო ომში გა­მარ­ჯვე­ბის დღეს ეძღვნე­ბა. (წყა­რო)

კონ­ცერ­ტის ანონსში ვკი­თხუ­ლობთ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის დღის  (9 მა­ი­სი) წინა დღე­ებ­ში კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა რუ­სეთ­ში კარგ ტრა­დი­ცი­ად იქცა. ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან წი­თელ მო­ე­დან­ზე გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ლუ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, დიდი სა­მა­მუ­ლო ომი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნე­ბი, უკ­რა­ი­ნა­ში ე.წ. სამ­ხედ­რო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი.

“კონ­ცერ­ტის წამ­ყვა­ნე­ბი რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი ეკა­ტე­რი­ნა გუ­სე­ვა და დი­მიტ­რი დი­უ­ჟე­ვი იქ­ნე­ბი­ან. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან…“ – ვკი­თხუ­ლობთ კონ­ცერ­ტის ანონსში.

კონ­ცერ­ტზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ რუს ჯა­რის­კა­ცებს და­ა­ჯილ­დო­ვე­ბენ, რუს ვარ­კვლა­ვებ­თან ერ­თად,  რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ორი ქართველი მომ­ღე­რა­ლიც იქ­ნე­ბა- სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და გრე­გო­რი ლეპ­სი, ირი­ნა კუპ­ჩენ­კოს­თან, ალექ­სან­დრე მი­ხა­ი­ლოვ­თან და მი­ხა­ილ ნოჟ­კინ­თან ერ­თად, რუს ვე­ტე­რა­ნებ­სა და ჯა­რის­კა­ცებს უმ­ღე­რებენ.

 

Cesko