რას აპირებს ჩინეთი – გაუწევს თუ არა რუსეთს სამხედრო დახმარებას?! – Financial Times-ი

March 14, 23:51
0
360

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ევროპასა და აზიაში მოკავშირეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში არ არის აღნიშნული, ჩინეთის პოზიციაზე – მომავალში რუსეთს დაეხმარება თუ – არა.

შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერაზე მზადყოფნას  აფიქსირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ში ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფორმაცია ჩინეთის მზადყოფნის შესახებ, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში მხარი დაუჭიროს აშშ-მ თავისი დიპლომატიური არხებით გაავრცელა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ევროპასა და აზიაში მოკავშირეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში არ არის ნათქვამი, ჩინეთმა მიანიშნა თუ არა, რომ მომავალში რუსეთს დაეხმარება.

ასევე არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა მან რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერა.

Cesko