26 Views
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„უკრაინაში შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა. გასულ თვეში ინფლაციის მონაცემებში რაც ვნახეთ არის ის, რომ ინფლაციის ზრდის დაახლოებით 70% პუტინის ქმედებებზე მოდის, რამაც საწვავსა და ენერგიაზე ფასების ზრდა გამოიწვია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში ომი მსოფლიო ეკონომიკაზე კვლავ განაგრძობს გავლენის მოხდენას.