დიმიტრი მედვედევი: შვედეთთან და ფინეთთან ტერიტორიული დავები არ გვაქვს, ამიტომ ნატოში მათი გაწევრიანების საკითხი, უკრაინისგან განსხვავებით, მოსკოვისთვის პრინციპული არაა

0
494
30 Views

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთს შვედეთთან და ფინეთთან ტერიტორიული დავები არ აქვს, ამიტომ ნატოში მათი გაწევრიანების საკითხი, უკრაინისგან განსხვავებით, მოსკოვისთვის პრინციპული არაა.

„რამდენი ქვეყანა იქნება ნატოში – 30 თუ 32, საერთო ჯამში, ჩვენთვის ეს ისეთი მნიშვნელოვანი არაა. ორით მეტი ან ნაკლები – მათი მოსახლეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით ეს დიდი განსხვავება არაა. სხვა საკითხია, რომ ამ შემთხვევაში ნატოსთან რუსეთის სახმელეთო საზღვარი თითქმის ორჯერ გაიზრდება, და ბუნებრივია, რომ ამ საზღვრების გაძლიერება მოგვიწევს“, – განაცახდა მედვედევმა.

შვედეთი ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციის სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღებს, ფინეთში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ.

Cesko