ახალი ინფორმაცია მიწისძვრაზე – “სწორად ვერ გაივლიდი, აქეთ-იქით ვეხეთქებოდით, ისე იძვროდა მიწა”

0
2491
63 Views

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 6,2  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისზვრა მოხდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ეპიცენტრი დმანისთან ახლოს იყო. ,,მთავარის” ეთერში ჩაერთო დმანისის მკვიდრი, ლაურა ჩხეტიანი.

-ჯერ იყო ხმაური. რამდენიმე წამი სახლის კარი გაიჭედა, არ იღებოდა, რომ გამოვქცეულიყავით. ეტყობა, დეფორმაცია მიიღო. მძინარე ბავშვს დავტაცეთ ხელი და გამოვვარდით. 1994 წლიდან აქ ვცხოვრობთ და ასეთი მიწისძვრა არ გვიგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბიძგები ხშირია. სახლიდან რომ გამოვედით, იყო რაღაცების ცვენის ხმა, მაგრამ სახლებში ვერ შევდივართ, ყველანი გარეთ ვართ. ბავშვს მანქანაში დავუგეთ საბანი.

სწორად ვერ გაივლიდი, აქეთ-იქით ვეხეთქებოდით, ისე იძვროდა მიწა, – მოუყვა ,,მთავარს” ქალბატონმა ლაურამ.

მისი თქმით, ელექტროენერგია ქალაქში უკვე აღდგა.

Cesko