“დედამ 12 წლის ქალიშვილი აიძულა, რომ ბაბუისთვის გაუპატიურება დაებრალებინა” – ექსპერტიზამ მამაკაცის უდანაშაულობა დაამტკიცა

0
1089
50 Views

12 წლის ბავშვის საქმე თავდაყირა დგება.  ბაბუა, რომელსაც შვილიშვილის გაუპიატიურებას აბრალებდნენ,  უდანაშაულოა.

სამხარაულისს  სახელობის ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდები გააქარწყლა. დოკუმენტებით, რომლებიც ,,პირველების” ხელშია, დგინდება, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. კომპლექსური შემოწმება არასრუწლოვანთან ერთად 53 წლის ბრლდებულსაც ჩაუტარდა.

მთელი 4 თვე მთავარი საგამოძიებო უწყება ამტკიცებდა, რომ ბაბუამ შვილიშვილი 120-ჯერ გააუპატიურა. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში  რძლის ჩვენებაა, რომელიც შესაძლოა, განსასჯელის საკამზე თავად აღმოჩნდეს. მან გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა და სავარაუდოდ, სწორედ მან აიძულა შვილი, რომ ბაბუისთვის უმძიმესი დანაშაული დაებრალებინა.
ბავშვის მამას ეჭვი აქვს, რომ შვილი იარაღად გამოიყენა დედამ, რომელმაც არასრუწლოვანი აიძულა, ცრუ ჩვენება მიეცა. მიზეზი ქალსა და მისი ქმრის ოჯახს შორის არსებული კონფლიქტია, რომელიც უკვე წლებია, გრძელდება.

ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ბავშვის დედა კომენტარს აღარ აკეთებს. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბავშვის ინტერესების მოტივით საქმის გარემოებეზე არ საუბრობს, იურსიტს არ სურს განმარტოს, ვისი ზეწოლით მისცა სკოლის მოსწავლემ ჩვენება საკუთარი ბაბუის წინააღდეგ.

დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ პირველი დღიდან პროკურატურამ იცრუა და 53 წლის შშმ პირი ციხეში უსაფუძვლოდ გამოკეტა, ამიტომ ახლა ადვოკატი მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ პროკურორის და მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

53 წლის მამაკაცი შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით, 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით  11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უმძიმესი ამბავი ყველაზე მძიმე 12 წლის გოგონასთვის აღმოჩნდა, რომლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ახლა მძიმეა, მასთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ, 53 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბაბუა კი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

Cesko