“ამას ვუმალავთ შვილებს, ყველა ერთად ვუმალავთ…” – ხვიჩა ყალაბეგაშვილი

0
1542
49 Views

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი;

“4 დღის წინ, სტამბაში უცნობი მომადგა, ჯარისკაცი ვარ, 10 ლარი მასესხე, ხვალ დაგიბრუნებო, ცხადია მივეცი, ცხადია აღარ გამოჩენილა… (ჯერ ვიფიქრე მოვძებნი კამერებით და ჩემი სისხლი და ხორცი ჯარისკაცი ძმების შეურაცხოფისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება შესწირეს ამ ქვეყანას, ავუხსნი რომ არ მოსულა ამ ხალხის სახელის ასე პროჭულად გამოყენება-მეთქი; მერე მივხვდი, რომ ვერც ვერაფერს ავუხსნი და უფრო მეტიც ვერაფერი დაემართება, რაც სჭირს)…

მაქვს გამწვავებული ვერტიგო, რაც როგორც აღმოჩნდა ქრონიკულია (ანუ, პერიოდულად მაქვს გამძაფრებული თავბრუსხვევა, ისე რომ გადაადგილება მიჭირს), გუშინ ბანკში დამემართა (სადაც მესამედ მიმიყვანეს, თავისი სიშეტრის გამო), მოძრაობა არ შემეძლო, ჩემი რიგის ნომერი რომ დაიძახეს სამჯერ, როგორც იქნა ამოვილუღლუღე ცუდად ვარ და შემდეგი მივიდეს-მეთი, ცხადია შემდეგს გაუხარდა ცუდად რომ ვიყავი და გახარებული გაიქცა, ისე ვიჯექი 40 წუთი, არავის უკითხავს, რატომ ვიჯექი ასე შტერივით…

როგორც იყო გამოვედი ბანკიდან, ჩემ სახლამდე 200 მეტრია (ტაქსს სჭირდება 2 წუთი), 5 ლარიო, ცხადია მადლობა მოვუხადე…

ამას ჩემს გამო არ ვწერ, მე კარგად ვიქნები, მე ვიცი რა ოხერიც ვარ  ამას იმიტომ ვწერ, რომ ასეთ საზოგადოებაში იზრდებიან თქვენი შვილები, რომლებსაც ღორი პოლიტიკოსები და ბანკებს, თუ სხვა ფინანსურ მონსტრებს მიყიდული ტელევიზიები აჯერებენ, რომ მათი მთავარი და ერთადერთი პრობლემა ოკუპაცია, ან ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ არ ახეთქებს… ოკუპაცია ჩვენგან დამოუკიდებლელი პრობლემაა და ეს დეგრადირებული, არაჰუმანური, ამაზრზენი საზოგადოება ვართ ჩვენ – მე, შენ, ჩვენ და ამას ვუმალავთ შვილებს, ყველა ერთად ვუმალავთ და ისინი იზრდებიან ჩვენნაირი მოქალაქეობრივად ხეიბრები, რომლებიც მერე ყველაფერს სხვას დააბრალებენ…”

Cesko