გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ,,კავკასიის” პირდაპირი ეთერიდან ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს მიმართა:
-მინდა, მიშა ცაგარელს მივმართო. ბატონო მიხეილ, როდის აქეთ გახდით სისტემის დავალებების შემსრულებელი, რომ გამოდიხართ და ვახო სანაიას ურჩევთ, რომ შენი ძმის მკვლელობის საქმეში ქექვას თავი დაანებეო. ხალხო, ხედავთ, სადამე მივედით 21-ე საუკუნეში? არ შეიძლება ამ სიბინძურეებში იყოთ ჩაფლული. ჟურნალისტმა დასვა თავისი ძმის მკვლელობის მოწმე ეთერში და ალაპარაკა და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი. არ გაგივათ ჟურნალისტების წინააღმდეგ ასეთი დერმაში!
საქმე ეხება მიხეილ ცაგარელის სტატიას ,,ასავალ-დასავალში”, სადაც ასტროლოგი ამბობს: ,,ვახო სანაიას ვურჩევ, დაანებოს თავი ქექვას და ბოსების დავალებების შესრულებას. დიდი სისულელეა თამაზ თამაზიშვილზე გიორგი სანაიას მკვლელობის დაბრალება”.