ვარლამ გოლეთიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

0
2959
50 Views

გარდაიცვალა „რიონის უხუცესი მცველი“, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტის მაკა სულაძის  მამა, რომელიც ვარლამ გოლეთიანის პაპა იყო. ამ ინფორმაციას გვერდი „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქვეყნებს.

“გარდაიცვალა ვაჟა სულაძე, მაკას მამა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრის თქმა შეგვიძლია, დიდი ხანია, მაკას ოჯახი მშობლიურ მიწას არ სცილდება, ამ მხრივ მართლაც გამორჩეული ხვედრი აქვთ, მაგრამ ალბათ მაინც არ გვეყოფა სიტყვები იმის აღსაწერად, თუ რა გადაიტანეს მაკას მოხუცმა მშობლებმა – რაც წუთისოფლის უკუღმართობაზე უთქვამთ, ყველაფერი გამოდგება.

დაითმინეს, არ უწუწუნიათ. ბატონი ვაჟა ხვალ დაიკრძალება ცოლ-შვილის გვერდით, სახლთან ახლოსაა სასაფლაო, აქამდე ყოველდღე დადიოდა თვითონ, თაიგულები დაჰქონდა.

დავკარგეთ უხუცესი თანამებრძოლი, გთხოვთ, გაიზიაროთ ჩვენი მწუხარება!” – წერს გვერდი.

Cesko