,,მოტივაცია აქვს არა ციხისთავს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც მის უკან დგანან“ – მამუკა არეშიძე

0
475
32 Views

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანების, მაღალჩინოსნების რაღაც ჯგუფი, მაშინაც და ახლაც ცდილობდნენ ჩაეფარცხათსანაიას მკვლელობის ამბავი, სიმართლე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი Live“ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, მოტივაცია აქვს არა ციხისთავს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც მის უკან დგანან.

„რასაც ციხისთავი ყვება, რომ ის ოთხში იყო და ამათ ლაპარაკს ისმენდა, ეს ჩემთვის არარეალურია, რადგან ჭიჭიაშვილი იყო წარმოუდგენლად ფრთხილი იყო. იმდენად ფრთხილი, რომ გამორიცხულია სავარაუდო მომსმენი მაინც ჰყოლოდა. მან კონტაქტი გაწყვიტა ყველა იმ ადამიანთან ვისშიც ეჭვი ეპარებოდა და საერთოდ, ბოლოს მხოლოდ ხეობის მცხოვრებლებთან ურთიერთობდა, ქისტებთან და ჩეჩნეთანკონტაქტობდა.

რაც შეეხება ციხითავის მოტივაციას, უცნაურია, თეთრი ლაქაა ეს. იგივე თამაზაშვილის ეპიზოდი ავიღოთ, ამდენი წლის განმავლობაში ალბათ, შეიძლებოდა ამის გარკვევა, რა როლი და ფუნქცია ჰქონოდა იქ თამაზაშვილს, არა? დაპატიმრებული ჰყავდათ და მაშინ არ ჰქონდა ეს ბრალი წარდგენილი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანების, მაღალჩინოსნების რაღაც ჯგუფი, მაშინაც და ახლაც ცდილობდნენ ჩაეფარცხათსანაიას მკვლელობის ამბავი, სიმართლე. იქ ხურცილავა მონაწილეობს თუ არა, არ ვიცი და ვერ გეტყვით, მაგრამ ვთქვათ, რომ მონაწილეობს ხურცილავა, ამის უკან რაღაც ამბავიც ხომ არის? რომლის ჩაფარცხვასაც ცდილობდნენ. თუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას უნდოდა რამის გაკეთება, შეეძლო გაეკეთებინა დაპატიმრებულ თამაზაშვილთან და პოლიტიკურად ეს მისთვის მომგებიანიც იქნებოდა, გადაფარავდა ლაფანყურსაცდა ყველაფერს. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, მოტივაცია აქვს არა ციხისთავს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც მის უკან დგანან“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

Cesko