42 Views
„მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება.
„მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია“ – ანუ, დღეს 112-ის ზარით, თუნდაც „მწვანე“ პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში? მწვანე პასპორტის და ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია! გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.