(აუდიო) – “მოტყლარჭულო… რა მოდელობა გინდა? სახის კანი რას გიგავს… მაგ კარტის ჩამორთმევას ვაპირებდი…” – ბასილაშვილი დოროყაშვილს

0
1722
42 Views

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ სარჩეული შეიტანა ბასილაშვილის სახელით 13 იანვარს და მოითხოვა გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს პირველ ჩოგანს შვილისთვის ალიმენტის, თვეში 3600 ლარის გადახდა დაეკისრა.

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, მედიასთან ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მას მოუწოდებს, გამოიყვანოს შვილი კერძო სკოლიდან: “არ სჭირდება, თურმე ბავშვს, არც განათლება, არც სათამაშოები… რამოდენიმეჯერ 600 ლარი ჩარიცხა… მისი ადვოკატებიც ეწევიან ტყუილის პროპაგანდას… ” – ამბობს ის მედიასთან.

მედიის ცნობით, ბასილაშვილის ავდოკატი სარჩელში წერს, რომ ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ჩონგბურთელს, არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ალინეტის გადახდის.

გასულ წელს – მილიონ 500 000 დოლარი, 2020 წელს – ნახვეარი მილიონი, 2019 წელს, მილიონ 500 ათასზე მეტი დოლარი – მედიის ცნობით, ბასილაშვილის საპრიზო მოგება ასე გამოიყურება.

ადვოკატი, ირმა ჭკადუა კი, მედიასთან ამბობს, რომ მისი კლიენტი ალიმენტს იხდის.

ირმა ჭკადუა:

“ვერაფერს ვერ ვიტყვი ნიკასთან შეუთანხმებლად. ნიკას აქვს თამაშები… არც ისეთი სასწრაფო რამე არ ხდება, საერთოდ ვის აინტერესებს ეს? ასე მარტივი არ არის მასთან კომუნიკაცია.”

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ია მარიამიძე:

“პროცესი იყო დახურული და ამ პროცესზე რა ითქვა, ამისი გაჟღერების უფლება არ მაქვს. ადვოკატი შეიძლება აწერს ხელს, მაგრამ მხარე არის ნიკოლოზ ბასილაშვილი, იგი თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და შესწყდეს საერთოდ პროცესი. ბასილაშვილის მხარემ დაწერა განცხადება საჯარო რეესტრში და შეაჩერეს ბავშვისთვის ბინის ჩუქების პროცესი. ეს დავა გვაქვს ახლა, რომ ბავშვს მისცენ ბინა.”

მედიის ცნობით, ამჯერად ნიკოლოზ ბასილაშვილს ძვირადღირებული ბინები, თუ ავტომანქანები, ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული.

“ტვ პირველი” ავრცელებს ორ აუდიოჩანაწერს, რომლებიც, მედიის თქმით, ერთად ცხოვრების პერიოდშია ჩაწერილი.

Cesko