ამ ტრაგედიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა! – რა გადაიტანა ულამაზესმა ქართველმა მსახიობმა, რომელიც ამ დილით მოულოდნელად გარდაიცვალა

0
2243
58 Views

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძე 75 წლის ასაკ­ში, აშშ-ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მსა­ხი­ო­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძე 1946 წლის, 7 მარტს და­ი­ბა­და. 1969 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. ორი წლის გა­ნავ­ლო­ბა­ში იყო მსა­ხი­ობ გოგი ხა­რა­ბა­ძის მე­უღ­ლე, ჰყავ­დათ ვაჟი ხა­რე­ბა (ნი­კუ­შა) ხა­რა­ბა­ძე, რო­მე­ლიც აშშ-ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ერთი ვაჟი – მატ­ვეი შატ­ცი.

მსახიობს ცხოვრებაში მძიმე ტრაგედიის გადატანა მოუხდა, რომელიც მის უფროს ვაჟს უკავშირდება:

“ამე­რი­კა­ში მას დიდი სახ­ლი ჰქონ­და აუ­ზით. მისი მეორე მე­უღ­ლე – მატ­ვეი შატ­ცი ჰო­ლი­ვუდ­ში მუ­შა­ობ­და ტექ­ნი­კურ სფე­რო­ში, ფილ­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სი­კო ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ნი­კუ­შას (ხა­რე­ბას) რო­გორც სა­კუ­თარ შვილს, ისე ექ­ცე­ო­და, მის­თვის არა­ფე­რი ენა­ნე­ბო­და. კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა, სას­წავ­ლე­ბე­ლი კი­ნოს გან­ხრით და­ამ­თავ­რე­ბი­ნა და შემ­დეგ თა­ვი­სი კომ­პა­ნია გა­ახ­სნე­ვი­ნა, სა­დაც ნი­კუ­შა ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და.

ნი­კუ­შას პარტნი­ო­რი მგო­ნი შუა აზი­ი­დან იყო, საკ­მა­ოდ მდი­და­რი. მას, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და გარ­კვე­ულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, მათ ჯერ ნი­კუ­შას პარტნი­ო­რი მო­ი­ტა­ცეს და ოჯახს მი­ლი­ონ დო­ლარს სთხოვ­დნენ. მერე 25 წლის ბუ­ღალ­ტე­რი გოგო გა­ი­ტა­ცეს და ბო­ლოს რუ­სი­კოს ვაჟი. ნი­კუ­შამ დე­დას და­უ­რე­კა და უთხრა, მიყ­ვარ­ხა­რო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნი­ო­რის ოჯახ­მა მი­ლი­ო­ნი გა­და­უ­ხა­და, მაგ­რამ რო­გორც მერე გა­ირ­კვა, მათ ყვე­ლა მოკ­ლეს, ცხედ­რე­ბი ერთ-ერთი ტბის ფსკერ­ზე პარ­კე­ბით გა­გუ­დუ­ლი იპო­ვეს. ეს სა­ში­ნე­ლი, ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია იყო მის­თვის!

რუ­სი­კოს მე­ო­რე მე­უღ­ლე ორი წლის წინ მძი­მე ავად­მყო­ფო­ბით გარ­და­ეც­ვა­ლა. მის­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი იყო, მაგ­რამ მას მე­ო­რე ვა­ჟიშ­ვი­ლი ჰყავ­და გზა­ზე და­სა­ყე­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ ძალა მო­იკ­რი­ბა და ოჯახს მარ­თავ­და. ბავ­შვმა იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი საკ­ვებს არ იღებ­და… მე­ო­რე ვაჟი პა­ტა­რაა ასა­კით, სკო­ლა და­ამ­თავ­რა და კო­ლე­ჯში გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა”, – განუცხადა “ამბებს” ჟურ­ნა­ლის­ტმა ნანა ღონ­ღა­ძემ.

წყარო: ambebi.ge

Cesko