“ძალიან ავიშვიშდნენ სამთავრობო აზრის გიგანტები, აი!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

0
561
246 Views

“ძალიან ავიშვიშდნენ სამთავრობო აზრის გიგანტები, აი!.. და ნუ შვრებით ამას!.. თქვენი ობიექტური ვიშვიშიც პრორუსულია! და ზუსტად ამ სიტყვებით რომ ვივიშვიშოთ ჩვენ – წუხილისაა და მაინც იმედიანი.” – წერს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

“არავითარი “მარტოა უკრაინა” არ არსებობს…

მარტო რომ იყოს, იარაღი არ ექნებოდა.

რუსეთს მოუწევს ფასის გადახდა ერთ შებიჯებაზეც და კიევის აღებაზეც… ეს მოსკოვში უკეთ იციან, ვიდრე მის პერიფერიაში.

შებიჯებაზეც კი, ალბათ ეტყვიან, რომ აახვიე აქედანო.

ნუ, კიევის აღებაზე კი არა, კიევზე შეტევაზე რასაც ეტყვიან, თავადაც ხვდებით.

დაწყნარდით და გააგრძელეთ მინისტრთა მსახურება.” – წერს ტაბლიაშვილი.

Cesko