“…პოლიტიკური ნიღაბი შეერწყა სახეს…ფარისევლობა თავისებურ გულწრფელობად იქცა…” – მამუკა კარტოზია

0
891
39 Views

ისტორიკოსი მამუკა კარტოზია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

…კვლავ მძიმე რეალობა,ისევ ცხოვრების აბსურდულობის,მისი სისასტიკის,კოლიზიების,სიცრუის,გამოუვალობის, უიმედობის პანორამა…ორი პროტაგონისტი ძალის შეურაცხყოფა ყველაფრის,რაც ჩვეულებრივ საზოგადოებაში განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანია– სოციალური ფასეულობების, პატრიოტიზმით დაწყებული, პირადი ურთიერთობებითა და სიყვარულით დამთავრებული. სინამდვილის პასიური ჭვრეტა და გამძაფრებული მგრძნობელობა მომავლისადმი სწრაფვის და რწმენის გარეშე– აი,დღევანდელი ქართული საზოგადოების გულწრფელი სასოწარკვეთის საფუძველი…დღევანდელი ხელისუფლების ესთეტიკა სრულ იდილიაშია და უნისონში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მმართველ რეჟიმებთან.ამ შემთხვევებშიც გვხვდება კონტროლის,მორჩილებისა და ზღვარგადასულ ძალისხმევათა სიტუაციები..მოქალაქეთა გაერთიანება ჯგუფებად,ადამიანთა დაყვანა საგნების დონეზე,ადამიანების გაერთიანება ყოვლისშემძლე,ჰიპნოზური ლიდერის ან ძალის ირგვლივ…დღეს “ჩვენი ლიდერი” თითქმის სოციალური სიმბოლოა რომლის რეპრეზენტატულობა ქმნის მის პიროვნებას.საკუთარი ბიზნესის დაცვა აი მისი მორალის ნამდვილი დასაყრდენი,მისი პათოსის წყარო.დღევანდელი ქართული პოლიტიკის დამკვიდრებული”ღირებულებები” ლიდერს სისხლსა და ხორცში აქ გამჯდარი…პოლიტიკური ნიღაბი შეერწყა სახეს…ფარისევლობა თავისებურ გულწრფელობად იქცა…… “ისწავლეთ ტანჯვა” დღევანდელი ყოფის ჭეშმარიტი რეფრენი……..

Cesko