აბა, ხელისუფლებავ, მიდი, დაიწყე კამპანია, რომ სვამდა, ნარკოტიკებს იღებდა ან რამე მსგავსი – სანაია გარდაცვლილ დევნილზე

0
609
105 Views
აბა, ხელისუფლებავ. მიდი, დაიწყე კამპანია, რომ სვამდა, ნარკოტიკებს იღებდა ან რამე მსგავსი.ან სულაც შემთხვევით გადმოვარდა. რამე ისეთი მოიფიქრეთ, რაც ლექსოს შემთხვევაში.

როგორც “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

“სანატორიუმ „ქართლთან” ხმაური იყო – ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი პროტესტის ნიშნად შენობიდან გადმოხტა
თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „ქართლთან“ ხმაური იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

,,დღეს ყველანი ვართ შემზარავი ტრაგედიის მოწმე, გარეთ ვიდექით და ვსაუბრობდით როგორი სამოქმედო გეგმა უნდა გვქონოდა, ამ დროს ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო. ეს ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომელმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. იმედი მაქვს ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე მაინც შერცხვებათ იმის, რაც მოხდა.

ჩვენ დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში. აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“, – აღნიშნა თამარ საუთიევამ.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მათსა და მოქალაქეებს შორის პერიოდულად ხდება სიტყვიერი დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანის მეშვეობით გადაკეტეს. ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს”.

Cesko