“ამ ხელისუფლების შეცვლას ჭირდება არა შესკდომა და წელში შევარდნა, არამედ…” – დავით ზურაბიშვილი

0
667
28 Views

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“ის, რომ ბიძინამ არ, უფრო სწორად, ვერ დაიჭირა ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ასე თუ ისე რაღაც დონეზე მაინც უწევს ანგარიშს პოლიტიკურ კონიუნქტურას და დასავლეთის ფაქტორს. აბა ქართველი ხალხის რისხვის შეეშინდაო, ვერ დავაბრალებთ, რადგან ასეთი რისხვის მოლოდინი არც მას და არც არავის არ ჰქონია, ისევე როგორც ვერ დავაბრალებთ ზედმეტ ჰუმანიზმს და გულმოწყალებას.

კარგი იქნება თუ ოპოზიციური ძალები სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებენ ამას და გააცნობიერებენ, რომ ამ ხელისუფლების შეცვლას ჭირდება არა შესკდომა და წელში შევარდნა მისი გადატეხვის მიზნით, არამედ სერიოზული, მრავალგანზომილებიანი, ეტაპობრივი და მეთოდური მუშაობა და ბოლოს და ბოლოს შეეშვებიან ისეთი მავნებლური (და საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი) იდეების გაღვივებას, როგორიცაა: რა აზრი აქვს არჩევნებს როცა არჩევნები არ გვაქვს, რა აზრი აქვს პარლამენტში ყოფნას როცა პარლამენტი არ გვაქვს, რა აზრი აქვს ინსტიტუციების გამოყენებას როცა ინსტიტუციები არ გვაქვს და ა.შ.”

Cesko