“როცა აშკარა ფინანსურ თაღლითობას ამართლებ, შენი ადგილი პოლიტიკაში არაა” – ამირან სალუქვაძე

0
645
44 Views

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სალუქვაძე აღნიშნული პოსტით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნიკა მელიამ თქვა, რომ “ივანიშვილმა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა ვერ გაბედა.”

“დაპატიმრება ვერ გაბედესო, მელიამ თქვა თი-ბი-სის საქმეზე, და მაგიტომ გაათავისუფლესო. მერაბიშვილის დაკავება გაბედეს, ახალაიას, ქარდავას, სააკაშვილის და კიდევ 200-მდე ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება ან გასამართლება. ბოლოს, პარტიის ოფისში გამაგრებული თავად მელიას დაკავების არ შეეშინდათ და სამი ბიზნესმენის დაპატიმრება გაუხდათ პრობლემა? გათეთრებაზე რასაც ვფიქრობ, ცალკე დავწერ. ამ სამი ბიზნესმენის საქმე ნაკლებად მადარდებს. მათ ოფისში შეკრებილი პოლიტიკოსების უტიფარი განცხადებებია საზოგადოებისთვის დიდი პრობლემა. არცერთის მიშვება სამთავრობო სტრუქტურებთან არ შეიძლება. აი ესაა პრობლემა. ჯერ ვერ ვხედავ პარტიას, რომლის მთავრობაში შესვლა მთავრობაში თუნდაც კოალიციურად იყოს დასაშვები. როცა აშკარა ფინანსურ თაღლითობას ამართლებ, შენი ადგილი პოლიტიკაში არაა,” – წერს ამირან სალუქვაძე.

Cesko