29 Views
ყოფილი პარლამენტარი, მარინა მოლოდინი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
„მართლა იმ ქვეყანას რა ვუთხარი, რეზო ამაშუკელს რომ მთაწმინდაზე არ დაასაფლავებს! კი, ბატონი რეზო, თავისი თავმდაბლობის გამო ამბობდა: მთაწმინდის ღირსი არა ვარო, მაგრამ შენ რომ ქვეყანა ხარ, მთავრობა ხარ, არ უნდა მიაგო პატივი ღირსეულს? არ უნდა დაარწმუნო ოჯახი , რომ რეზო ამაშუკელი მარტო ოჯახის კი არა მთელ ქართველი ხალხის კუთვნილებაა და დიახ, მისი ადგილი მთაწმინდაზეა!“