“დამნაშავეები არიანო, მაგრამ აღარ ვიჭერთო, ესაა გამარჯვება და საზეიმო?!” – ირინა სარიშვილი

0
560
24 Views

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების სიხარულს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით არ იზიარებს ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი.
სარიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი „ქართული ოცნების“ მიერ გამოსავალის მონახვაა და არა გამარჯვება.
„მიუსაჯეს შვიდ–შვიდი წელი და დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დაიჭირეს, ანუ დამნაშავეები არიანო, მაგრამ აღარ ვიჭერთო, არც მწვადს ვწვავთ, არც შამფურსო – ქოცმთავრობამ საკუთარი თავისთვის გამოსავალი ნახა და ესაა გამარჯვება და საზეიმო?!
ვაი ჩვენს პატრონს!“ – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ბრალდებულები – მამუკახაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

Cesko