“დედაჩემმა დაიწყო ყვირილი, შვილო, ვინ ხარო” – მუხროვანში სიკვდილის ახალი დეტალები

0
726
34 Views

მუხროვანის ტყეში ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე “პირველებთან” თვითმხილველი საუბრობს.

ადგილობრივი იხსენებს, რა მდგომარეობაშიც გარდაცვლილი მამაკაცი ნახა.

– დედაჩემმა დაუწყო ყვირილი, რომ “შვილო, ვინ ხარო?!” ექიმი რომ მოვიდა, სასწრაფო, 4-5 საათის მკვდარი მაინც არისო…  გიფსო-კარდონებს რომ ჭრიან, ეგეთი დანა იყო ხეზე. ხელი ჰქონდა თოკში მოყოლილი, სიგარეტიც პირში დარჩენილი. ერთი ფეხი “ლატოკზე” ედო, მაღალი ბიჭი იყო. ჯიბეები რომ უნახეს, ფული, ედო, ტელეფონი კარგი ედო, ვიღაცა უპატრონო არ იყო… თავზე ფანარიც ჰქონდა, – ყვება თვითმხილველი.
მუხროვანის ტყეში ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

35 წლის მამაკაცს სხეულზე არა ერთი დაზიანება აღენიშნება. არსებული ინფრომაციით, მამაკაცი ადგილობრივი მკვიდრი არ იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს.

ტვ პირველი

Cesko