“თქვენ გაჩერდით, შემობრუნდით, მომძებნეთ და თვალებით მიპოვეთ” – მწერალი პატრიარქს იუბილეს ულოცავს

0
583
28 Views

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მორეს დაბადების დღეს ემოციური ტექსტით ულოცავს მწერალი ლევან ლორია.
„უწმინდესო და უნეტარესო.
ერთხელ, როცა წირვის შემდეგ სამების ტაძრიდან გამოდიოდით, თქვენ სამწყსოს მიერ მოწყობილ ცოცხალ დერეფანში ერთ-ერთი მეც ვიყავი და „უფალმა დიდხანს კარგად გვიმყოფოს თქვენი თავი-მეთქი,“ ხმადაბლა ვთქვი.
თქვენ გაჩერდით, შემობრუნდით, მომძებნეთ და თვალებით მიპოვეთ, ისე როგორც მეასე, დაკარგულ ცხვარს პოულობს მწყემსი და თბილი საბანივით სალბუნად მომახურეთ მზრუნველი მზერა.
მადლობა ამ სითბოსთვის. მადლობა ყველა კეთილ საქმეთათვის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისთვის გიქმნიათ.
უზენაესს ნამდვილად უყვარს საქართველო, რადგან უდიდესი საჩუქარი ხართ ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს.
მადლობა უფალს, რომ ხართ, მადლობა უფალს, რომ ყველას გვყავხართ. გილოცავთ დაბადების დღეს და კვლავ თქვენს ჯანმრთელობას და სიკეთით ყოფნას შევთხოვ ღმერთს და ვლოცულობ თქვენთვის, რათა თქვენ კიდევ მრავალი წელი ილოცოთ ჩვენი სულებისა და ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად,“- წერს მწერალი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, დღეს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი უსრულდება. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

Cesko