ზოდიაქოს ეს ნიშანი თვის მთავარი ფავორიტია… ეს პერიოდი ეცადეთ პოზიტიურად გაატაროთ – რა გველოდება მომდევნო ერთი კვირის მანძილზე?

0
473
22 Views

2022 წელს პანდემია მოკვდება, გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება კვირის პირველ ნახევარში სჯობს. ვერძი – მათთვის კვირის პირველი ნახევარი უკეთესია. ეს პერიოდი კარგია ახალი გეგმებისთვის და საინტერესო კონტაქტების საპოვნელად. 6 იანვრიდან კი მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ, მოერიდეთ კაპიტალ დაბანდებას და დაისვენოთ, ისიამოვნეთ ახალი წლის დღეებით. 6 და 8 იანვარი იქნება კარგი დღეები, ცუდია 6. კურო – ენერგოტონუსი მაღალია, ამიტომ ეცადეთ იაქტიუროთ და ენერგიულად იმოქმედოთ. უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები კვირის პირველ ნახევარში გააკეთოთ, ასევე შეიძლება მგზავრობის დროს გარკვეულ სირთულეებს წააწყდეთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 3 და 7 იანვარი. არ ვარგა 5 რიცხვი. ტყუპები – ენერგოტონუსი მცირდება, ზედმეტად ნუ გადაიღლებით. კვირის პირველ ნახევარში, შესაძლოა, კარიერული ცვლილება და ფინანსური წარმატების პოვნა. 9 იანვარი კარგია, დაძაბულია 3 და 7 იანვარი. ლომი – ენერგოტონუსი შემცირებულია ნუ გადაიღლებით და გადაიტვირთებით. სამსახურში შესაძლოა, საკადრო ცვლილების წინაშე აღმოჩნდეთ, ან ახალი საქმიანი პარტნიორები გაიცნოთ. 6 და 9 იანვარი არის კარგი, არ ვარგა 3 და 7 იანვარი. ალწული – ენერგოტონუსი მატულობს. სასიყვარულო პარტნიორებთან შესაძლოა, ურთიერთობა გააუმჯობესოთ, ასევე გააფართოოთ სანაცნობო წრე. კვირის მეორე ნახევარში კი ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. კარგია 6 იანვარი, არ ვარგა 4 და 9 იანვარი. სასწორი  – ენერგოტონუსი შემცირებულია, ნუ გადაიღლებით და თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებებისგან. არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსების მიმართ, არ ჩაერთოთ ისეთ საქმეში, რაც ფინანსების დაბანდებას მოითხოვს. კარგია 5 იანვარი, არ ვარგა 3 და 7 იანვარი. მორიელი – გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ახალი იდეების განხორციელებაში. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, მაგრამ კვირის მეორე ნახევარი ითხოვს მეტ ყურადღებას. ეცადეთ ახალი იდეების მიმართ ფრთხილად იყოთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. კარგია 3 და 6 იანვარი, არ ვარგა 4 და 9 იანვარი.

მშვილდოსნები  – საკმაოდ დინამიკური პერიოდია, შესაძლოა პერსპექტიული წინადადების წინაშე აღმოჩნდეთ, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამშრომლობასთან. შესაძლოა, ახალ საქმეს მოჰკიდოთ ხელი და დამატებითი შემოსავალიც მიიღოთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს კარგია 5 იანვარი, არ ვარგა 3 და 7 იანვარი.

თხის რქა – აქტიური, ენერგიული და ამ თვის მთავარი ფავორიტია. განთავისუფლდებით ძველი ილუზიებისგან. ეს პერიოდი კარგია იმიჯის განახლებისთვის და ახალი რომანტიკული თავგადასავლებისთვის. თუმცა ფინანსებს რაც შეეხება, ეს პერიოდი არ არის სტაბილური. კარგია 3 და 7 იანვარი, არ ვარგა 5 და 9 იანვარი. მერწყული – ეს კვირა მათთვის რთულია, ნუ გადაიღლებით ზედმეტად. არ არის გამორიცხული მეგობრებს დასჭირდეს თქვენი დახმარება, რის გამოც შესაძლოა, თქვენ პირად საქმეს საკმარისი ყურადღება ვერ დაუთმოთ. შეიძლება ადგილსამყოფელი შეიცვალოთ. ეს პერიოდი ეცადეთ პოზიტიურად გაატაროთ. კარგია 4 და 8 იანვარი, არ ვარგა 6 იანვარი. თევზები – თევზებისთვის კარგი პერიოდია, რადგან ენერგოტონუსი მაღალია. აქ შეგიძლიათ დასახოთ შემდეგი 1 წლის გეგმები. შეიძლება მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბოს, არის ალბათობა კოლეგების მხრიდან, ან სასიყვარულო პარტნიორისგან ღალატის. თქვენი პროფესიული წინსვლა სამსახურში მოიმატებს, თუმცა კოლეგები გაამძაფრებენ თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებას. იყავით მეტად რეალისტები, გაცილებით უკეთესი იქნება ეს პერიოდი. კარგი იქნება 3 და 7 იანვარი, არ ვარგა 5 იანვარი.

Cesko