„ეს დოკუმენტი არ დაგვაკარგინებს 110-ზე მეტ სოფელს და სრულ ოკუპაციაში არ მოგვაქცევს!!!“ – ირაკლი ლატარია

January 26, 20:59
0
823

ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს ეხმიანება, რომელშიც რუსეთი და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის.

„ე.ი. რა ხდება, რეზოლუცია არ მოეწონათ ნაცებს, რატომ?იმიტომ, რომ იქ არ წერია ლილიპუტინი, არ იბრიქება სახელმწიფო, არ აკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთი შემოიჭრას და რაც მთავარია, ეს დოკუმენტი არ დაგვაკარგინებს 110-ზე მეტ სოფელს და სრულ ოკუპაციაში არ მოგვაქცევს!!! ჩემი ქვეყანა მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, ჩემი ქვეყანა ყოველდღე უმტკიცებს მსოფლიოს, რომ ჩვენი მომავალი გზა არის ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი… საკმაოდ სწორი რეზოლუციაა, კონკრეტული, მყარი და ამავე დროს, ობიექტური… !!! ბოდიში ნაცებს, ლილიპუტინს არ ვწერთ და მეორე დღეს ყველა ჰესს არ ვუფორმებთ რუსებს…. ძალიან მიყვარს უკრაინა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება!!! P.S. მადლობა ჩემს პარლამენტს ზემოხსენებული რეზოლუციისათვის“ – წერს ირაკლი ლატარია.

Cesko