ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

0
538
30 Views

აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტს თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, ვინაიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას შორსმიმავალი შედეგები ექნება. ჩვენ ასევე ვადასტურებთ, რომ ბირთვული იარაღი თავდაცვით მიზნებს უნდა ემსახურებოდეს: შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასეთი იარაღის შემდგომი გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მხარეები ხაზს უსვამენ ბირთვული საფრთხეების მოგვარებისა და გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას.

გარდა ამისა, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ერთად იმუშაონ უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მიმართულებით.

Cesko