ახლახანს, 37 წლის ქართველი ბიზნესმენი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს – ვინ იყო იგი და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი?

0
1909
89 Views

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ირაკლი ჭკადუა. მას შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ. ამ დილით თბილისში ირაკლი ჭკადუა ოჯახმა გარდაცვლილი სახლში იპოვა. 37 წლის ბიზნესმენმა კორონავირუსი 1 თვის წინ გადაიტანა, თავს ნორმალურად გრძნობდა, თუმცა მოულოდნელად მისი ცხედარი საწოლში ოჯახის წევრმა ნახა.

ის ჯერ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელი იყო, მერე კი კერძო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო და კომპანია AWARD-ის დამფუძნებელი იყო.

“ძალიან მძიმე დილა გათენდა. მეგობრებისთვის დაბადებული ადამიანი… ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრების მოყვარული ადამიანი, ასე მალე დაგვტოვებდი. ჩემო ძმაო ირაკლი, ღმერთმა ნათელში გამყოფოს”, – დაწერა სოციალურ ქსელში კახა მამულაშვილმა.

Cesko