ციხიდან ახალმა გამოსულმა კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა და მის თანამშრომელს ხელები გადაუსერა – სად მოხდა შემთხვევა?

0
344
335 Views

თბი­ლის­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე დაჭ­რა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში მოხ­და. ქალს ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით სა­ხის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა და ყო­ფილ ცოლ­თან, სამ­სა­ხურ­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით მი­ვი­და. ასე­ვე დაჭ­რი­ლია სა­ლო­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მიერ დაჭ­რი­ლი ქა­ლის შვე­ლას. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მას ხე­ლე­ბი გა­და­უ­სე­რა.

„ქმარ­მა დაჭ­რა ყო­ფი­ლი ცოლი, მე­ო­რე გო­გო­ნა ეხ­მა­რე­ბო­და. ყვი­რი­ლი გა­ის­მა, მიშ­ვე­ლე­თო. ყო­ფილ ცოლს სა­ხე­ში მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი… სა­ლო­ნის თა­ნამ­შრო­მელ გო­გოს, რო­მე­ლიც დაჭ­რი­ლის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, ხე­ლე­ბი და­უ­სე­რა” – ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

„სა­ლონ­ში შე­უ­ვარ­და ყო­ფილ ცოლს – სა­ვა­რა­უ­დოდ დაჭ­რის მცდე­ლო­ბა იყო. ნა­სა­მარ­თლე­ვია და იმე­დია ისევ ცი­ხე­ში ამო­ყოფს თავს” – ამ­ბობს კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლი პალიტრავიდეოსთან სა­უ­ბარ­ში.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 11-108 პრი­მა მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.

Cesko