23 Views
მარნეულში 31 წლის ილქინ ასლანოვი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მეზობლები მეგობრის ქორწილში, ერთ-ერთ რესტორანში იყვნენ სადაც სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
“მკვლელმა ჩემი დის შვილი გარეთ გამოიყვანა, მოკლა, მან მიმალვა სცადა, თუმცა, როგორც ვიცი პოლიციამ უკვე დააკავა. მეზობლები არიან, აქამდე კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ“, – აცხადებს მოკლულის ბიძა.