“როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს” – რას წერს ნანკა კალატოზიშვილი?

0
695
251 Views

მსახიობი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, რომელმაც მოკლულ ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბოდიში მოუხადა ერთ-ერთი გადაცემის გამო, მორიგ პოსტს აქვეყნებს:

“დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე. მე კი წლებია მაწუხებს ეგ გადაცემა და თქვენ ეხლა რატომ გაგახსენდათ და შეგაწუხათ,ეგ ნამდვილად საინტერესოა. ჩემზე მეტად არ მგონია ვინმე განიცდიდეთ ამ ამბავს და არც წლების მერე სინანული იყო ჩემი პოსტი. ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც 15 წელი ამის გახსენებით. ასე რომ როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს. პ.ს.მიხარია თუ დღეს რეალურად განიცდით ვინმე ჩემს ძალიან ცუდ საქციელს და გეშლებათ ამაზე ნერვები. მართლები ხართ და გისურვებთ ყოველთვის ესე იცავდე ადამიანებს უსამართლობისგან.”

მსახიობი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერდა:

“წლე­ბის წინ კე­სა­რია იყო სტუმ­რად “სი­მარ­თლის დრო­ში”. ამა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და სა­ზი­ზღა­რი გა­და­ცე­მა ალ­ბათ, არც არა­სო­დეს წა­მიყ­ვა­ნია. იმ დღეს­ვე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და იმ დღი­დან და­ვი­წყეთ მე­გობ­რო­ბა. დღე­საც სა­ხალ­ხოდ გიხ­დი ბო­დიშს იმ გუ­ლი­სამ­რე­ვი გა­და­ცე­მის­თვის. და თუ რამე ვის­წავ­ლე იმ დღეს, არას­დროს უღა­ლა­ტო სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს.

იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი, ყურ­ში ჩა­ძა­ხი­ლის გა­მე­ო­რე­ბით და რა­საც და რო­გორც გე­კი­თხე­ბო­დი, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს. მიყ­ვარ­ხარ და ალ­ბათ, ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე”, – ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

Cesko