29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

0
598
258 Views

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თავში ბევრი საინტერესო იდეა მოგივათ, მაგრამ ჯობს, თქვენთვის შეინახოთ, რათა ვიღაცამ მათი მითვისება არ სცადოს. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის – ნივთები, რომლებსაც დღეს იყიდით, დიდხანს მოგემსახურებათ და გასიამოვნებთ. აუცილებელი არ არის, ყველაფერი მარტომ აკეთოთ – შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობები სხვა ადამიანებსაც გაუნაწილოთ. ეცადეთ, საღამო უახლოეი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

კურო

მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, რთული საქმე სწრაფად და მარტივად დაასრულოთ და დასვენების დროც დაგრჩეთ. დროა, სპორტდარბაზში სიარული ან სუფთა ჰაერზე სირბილი დაიწყოთ. ფიზიკური აქტივობა ისაა, რაც ახლა ჯანმრთელობის გაკაჟებისთვის გჭირდებათ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ პრეტენზიები გაქვთ, ისე თქვით, რომ არავინ გაანაწყენოთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე დიდ სიამოვნებას შეხვედრები და ურთიერთობა მოგანიჭებთ, ამიტომ გირჩევთ, ლამაზად ჩაიცვათ და ძველ მეგობრებს ეწვიოთ. მათგან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ. ზოგიერთი საკითხი შეიძლება თქვენთვის სტრესული იყოს, მაგრამ ეცადეთ, ემოციები საჯაროდ არ გამოხატოთ.

კირჩხიბი

მხარი დაუჭირეთ საყვარელ ადამიანს და აგრძნობინეთ თქვენთვის რამდენად ძვირფასია. ამ დღის ზოგმა მოვლენამ შეიძლება გაგაღიზიანოთ, მაგრამ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

ლომი

თქვენი ქარიზმა ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს და ნებიმიერი თავყრილობის ცენტრად გაქცევთ. მშვენიერი დღეა ხმაურიანი წვეულებისა და ხალხმრავალი ადგილების მონახულებისთვის. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. შემოდგომა პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი დროა.

ქალწული

განწყობა მარტის ამინდივით ხშირად გეცვლებათ, რაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე გავლენას ახდენს. შეეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ეს დღე საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ, რომელსაც თქვენი ყველაზე კარგად ესმის და მხარს გიჭერთ. სახლის დალაგება და პირადი ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.

სასწორი

ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და დილიდან საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა შეუქმნათ. ეს დაგეხმარებათ ამ დღის ყველა სირთულეს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ.

მორიელი

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მორიელებს ბევრი შეხვედრა და სხვადასხვა საკითხების გადაჭრა მოუწევთ, სამუშაო საკითხების ჩათვლით. შესაძლოა რაღაც საკითხზე შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით ეადეთ დრო იმ ადამიანების გვერდით გაატაროთ, ვინც მხარს გიჭერთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ურთიერთობა მხოლოდ ხალისიან და დადებითად განწყობილ ადამიანებთან უნდა გქონდეთ, რადგან გვერდით მყოფის განწყობას სარკესავით ირეკლავთ. უპირატესობა მიანიჭეთ სამსახურსა თუ სერიოზულ საკითხებზე საუბარს და ეცადეთ, უსარგებლო ჭორებს თავი აარიდოთ. ამ გზით დროსაც დაზოგავთ და რამეს სასარგებლოსაც ისწავლით. თუ დისკუსიებში მონაწილეობას გეგმავთ, გირჩევთ, ოპონენტები მკაცრად არ გააკრიტიკოთ.

თხის რქა

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს დაგეგმილზე მეტი ფულის დახარჯვა მოგიწიოთ. გირჩევთ, შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეისწავლოთ, რათა დაბალი ხარისხი თავიდან აიცილოთ. სარისკო ან საეჭვო შეთავაზებებს არ დათანხმდეთ. სანამ შეთავაზებულ პირობებს მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, მოგიწევთ თუ არა შედეგის მისაღებად საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

მერწყული

ამ დღეს უმცირესი წინააღმდეგობაც კი გაღიზიანებთ და ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობთ. ეცადეთ, სტრესულ გარემოებებს ერიდოთ და ემოციები აკონტროლოთ. პრობლემების დროს შეგიძლიათ ძველი მეგობრების იმედი გქონდეთ, რომლებსაც ყურადღებით მოსმენა შეუძლიათ. გირჩევთ, სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს.

თევზები

ამ დღეს სასურველია, ნაკლებ იაქტიუროთ და დღე მშვიდად გაატაროთ. უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. გირჩევთ, საკუთარ საჭიროებებს მეტი დრო დაუთმოთ და საოცნებო ნივთი შეიძინოთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოდუნდეთ და საქმის შესახებ დაივიწყოთ.

Cesko